ქართული თეატრის დღე

12 იანვარი 2024, 17:38 2386 ნახვა

ქართული თეატრის დღე

# „კონტაქტი“

1850 წლის 14 იანვარს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის სააქტო დარბაზის სცენაზე დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ აქედან დაიწყო ქართული თეატრის აღდგენა- აღორძინება ,ხოლო 14 იანვარი ქართული პროფესიული თეატრის დღედ იქცა. თარიღი 1884 წლიდან აღინიშნება.

დღევანდელი, 12 იანვრის გადაცემა ქართულ თეატრში არსებულ რეალობასა და გამოწვევებს დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ ბოლქვაძე.

თბილისიდან ტელეფონით გვერთვებოდა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.