ნინო ჯანჯღავა - კომპოზიტორი, პიანისტი, ფლეიტისტი, დირიჟორი და მომღერალი

        მისი შემოქმედება მოიცავს პრაქტიკულად ყველა ფორმას – დაწყებული სიმფონიური, საგუნდო და კამერული ნაწარმოებებით, დასრულებული ფოლკით თუ თეატრალური მუსიკით. ნინოს კარგად შეუძლია ზედმიწევნით ზუსტად და მაქსიმალურად გამოიყენოს როგორც ინსტრუმენტის, ისე ხმის ტექნიკური თუ ემოციური რესურსი. მის მუსიკაში ერთმანეთს ორგანულად ერწყმის თანამედროვე საკომპოზიტორო ტექნიკა და ფოლკლორისთვის თუ ქართული გალობისთვის დამახასიათებელი არქაული ინტონაციები. ეს მის შემოქმედებას ეროვნულ და ამავე დროს, გლობალურ ჟღერადობას სძენს.

გადაცემის არქივი