ალეკო (ალექსანდრე) ბეგალიშვილი - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, როკ-ჯგუფ „ამნეზიას“ ფრონტმენი და სიმღერების ავტორი

   ის 1990 წლიდან ქართული თეატრის სცენაზეა და დღემდე 40-მდე სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე გადაღებულია ისეთ კინოფილმებში, როგორებიცაა ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეები“, ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ და სხვა. დასამახსოვრებელი როლი ითამაშა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“. მის შემოქმედებაში არასდროს იგრძნობა სიყალბე ან ზედმეტი პათეტიკა. ალეკო ეკრანსა თუ სცენაზე კი არ „თამაშობს“, არამედ ცხოვრობს თავისი პერსონაჟების ცხოვრებით. ეს უშუალობა მას მაყურებელთან განსაკუთრებით აახლოვებს.

გადაცემის არქივი