
მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, რუმინულ, აზერბაიჯანულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, უკრაინულ, ესტონურ, ლატვიურ და ალბანურ ენებზე. მან დიდი როლი ითამაშა ქართულ პოეზიაში ვერლიბრის დამკვიდრებაში. ის გაურბის მაღალფარდოვნებასა და კლასიკურ პათეტიკას. მის პოეზიასა და პროზაში წამყვანია ირონია, თვითირონია და სამყაროს მიმართ ჯანსაღი სკეპტიციზმი.