
Mebo Renard - ახალი სიმღერები
მებო ნუცუბიძის სახელი დიდი ხანია ესმის ქართველ მსმენელსა თუ მაყურებელს.
მისი ეს ნაცნობობა მსმენელთან იწყება 2014 წლიდან, დუეტით The Bearfox რომელიც მას და მეორე ნიჭიერ მუსიკოსსა და პროდიუსერს ირაკლი მანჩხაშვილს (ბეთხოს) აერთიანებდა.
დუეტისგან დამოუკიდებლად მებომ ასევე სოლო პროექტი Mebo Renard შემოგვთავაზა 2015 წლის სადებიუტო მცირე ალბომით Circles.
შემდეგ წლებში, ტელეწამყვანობისა და სხვა საქმეების პარალელურად ნაკლები დრო რჩებოდა შემოქმედებისთვის. მხოლოდ 2021 წელს მოახერხა და ახალი ჯგუფი The Rylans ჩამოაყალიბა, რომელიც სადებიუტო ალბომის Ab Aeterno-ის გამოცემის შემდეგ დაიშალა.
ამის შემდეგ, მებოს მუსიკალური აქტივობა წელიწადში ერთი-ორი გამოქვეყნებული სიმღერით შემოიფარგლებოდა.
და აი წლის დასაწყისიდან მუსიკოსი და სიმღერების ავტორი კვლავ მიუბრუნდა სოლო პროექტს Mebo Renard და ერთმანეთის მიყოლებით სამი ახალი სიმღერა გამოაქვეყნა და როგორც ამბობს ეს აქტიურობა გაგრძელდება.
TATIL 22
სოლო მუსიკოსი ზუგიდიდან დემო ჩხაპელია თავის სიმღერებს სახელით TATIL22 აქვეყნებს. მუსიკით მისი დაინტერესება თინეიჯერობისას დაიწყო და შემდეგ სტუდენტობისას თანამოაზრეთა აღმოჩენითა და ჯგუფ „დეგონის“ ჩამოყალიბებით დაგვირგინდა. ალტერნატიული როკ მიმართულების ამ ჯგუფმა რამდენიმე წელი ზუგდიდის ფარგლებში იარსება და ორი ალბომიც ჩაიწერა. შემდგომ განვითარებას კოვიდ პანდემიამ და უპერსპექტივობით გამოწვეუმა დემოტივაციამ შეუშალა ხელი. დემოს მუსიკის წერის სურვილი ასე ადვიალად არ ეთმობოდა და აგრძელებდა სიმღერების წერას - 2020 წლიდან დღემდე ოცამდე სიმღერა აქვს გამოქვეყნებული.