
ჯგუფი Elsinor თითქმის ოცი წელია არსებობს - მუსიკოსი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი დავით ზუბიაშვილი უძღვება მის შემადგენლობას, რომელიც ამ წლების მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. დღეს-დღეისობით ჯგუფში ირიცხებიან: ბას გიტარისტი ბესო წიკლაური (ერთ-ერთი უხუცესი წევრი), გიტარისტი გიორი გიგაური, კვავიშებიანი ინსტრუმენტალისტი ანა თევდორაშვილი, დრამერი პაატა წულეისკირი.
Elsinori (დათო ზუბიაშვილი) თავიდანვე საავტორო როკ მუსიკას ქმნის და წარუდგენს მსმენელს - ძირითადი ხაზით პროგრესული როკი.
პირველი ალბომი Elsinor One ჯგუფმა 2012 წელს მუსიკოს ირაკლი ლომსაძის დახმარებით, მის ჩამწერ სტუდიაში Sanda studio-ში ჩაიწერა.
რამდენიმე სინგლისა და თანმხლები ვიდეოების შემდეგ, მომდევნო ალბომი ჯგუფმა მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა - Elsinor II.