სამსონ ლეჟავა (სოლო ალბომი Not Alone)

მიუეხედავად იმ ჩაკეტილი სივრცისა, რომელშიც რკინის ფარდის „ჩამოშვებამ“ მოაქცია არაერთი დამოუკიდებელი ქვეყანა, დანარჩენ ცივილურ მსოფლიოსთან ფეხის აწყობის სურვილს სხვადასხვა გამოვლინებები ქონდა საბჭოთა რესპუბლიკების ალტერნატიულ რეალობაში - ძირითადად ეს ვლინდებოდა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. „დასავლური“ მუსიკალური ჟღერადობა ჩვენთანაც ირეკლებოდა და ამის არაერთი მაგალითის მოტანა შეიძლება გასული საუკუნის 60-70-იანებიდან დაწყებული, 80-იანებით გაგრძელებული.
 ქართული სახელოვნებო და მათ შორის მუსიკალური ტრადიციებით ცნობილ ლეჟავების ოჯახშიც იძებნება ამის ნიმუში ბატონ სამსონ ლეჟავას ყმაწვილობისას, იმ წლებში შექმნილი ინგლისურენოვანი სიმღერების, გამოუქვეყნებელი ალბომის Not Alone სახით. 
საბედნიეროდ ბატონმა სამსონმა მოგვიანებით (90იანებში) მოახერხა ამ სიმღერების ჩაწერა, რომელიც ისეთი მუსიკოსების შთაგონებით შეიქმნა როგორებიცაა „საიმონი და გარფანკელი“, ბობ დილანი... „დორსი“... ბიტლზები.

გადაცემის არქივი