ჯგუფი Cupid’s Kiss. ლუკა სოსელია

ჯგუფი Cupid’s Kiss.
 
 ჯგუფი
Cupid’s Kissორიოდე წლის წინ ჩამოყალიბდა თბილისში. თუმცა მისი წევრები, ჯერ კიდევ 2012 წელს მაშინდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი მეგობრები ლევან მიქელაძე (ბას გიტარა, სინთი) გიორგი ყველიაშვილი (ელექტრო გიტარა, ელექტრონიკა) გიორგი კუზანაშვილი  (ვოკალი, გიტარა, სინთი), მუსიკის ერთად შექმნის სურვილმა გააერთიანა. ეს აქტივობა რამდენიმე სამოყვარულო ჩანაწერითა და ვიწრო წრეში გამართული კონცერტით შემოიფარგლა - ბიჭები სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში გაემგზავრნენ. მეტი გამოცდილებით დაბრუნებულებმა კვლავ გადაწყვიტეს შეკრება და ახალ რეპერტუარზე (რომელსაც ძირითადად გიორგი კუზანაშვილის საავტორო სიმღერები შეადგენს) მუშაობა. ამ დრომდე Cupid’s Kiss-ს ორი სტუდიური და რამდენიმე ცოცხალი შესრულების ჩანაწერი აქვს გაკეთებული და სადებიუტო ალბომზე მუშაობს.
 

b2b2k (ლუკა სოსელიას სოლო პროექტი)
 
19 წლის დამწყები მუსიკოსის, სიმღერების ავტორის ლუკა სოსელიას იუტუბის არხზე საკუთარი არტისტული პერსონისადმი შერქმეულ არაერთ სახელს ნახავთ - Lukka 39, Boboqari, b2b2k, რომელთა გამოცვლა ლუკამ მოკლე საავტორო კარიერის მანძილზე მოახერხა. სიმღერების წერა მან 16 წლისამ დაიწყო და ამ დრომდე ოცამდე ცალკეული სიმღერა და კომპოზიცია აქვს გამოქვეყნებული - ძირითადად ლირიული ინდი-აკუსტიკური მიმართულება სჭარბობს, თუმცა მათ ფონზე საინტერესო ექსპერიმენტებსაც წააწყდებით.

გადაცემის არქივი