ნიკა კოჩროვის (და მისი ჯგუფის) აქამდე გამოუცემელი ალბომები

მუსიკოსის, სიმღერების ავტორის ნიკა კოჩაროვის სახელი ქართველი  მსმენელისთვის უკავშირდება 2000იანების ალტერნატიულ ჯგუფს
 Young Georgian Lolitaz. თუმცა ეს მისი არც პირველი და არც ბოლო ჯგუფი
 არ გახლდათ - Riffer, Zfor Zulu, Circus Mircus. ამას გარდა, ხანგძლივი მუსიკალური კარიერის მანძილზე ნიკა კოჩაროვს უთანამშრომლია არაერთ ქართველ მუსიკოსთან. მოხდა ისე, რომ ნიკას და მისი ჯგუფების რეპერტუარის შემადგენელი დიდი ნაწილი, რომელსაც მსმენელი საკონცერტო შესრულებებით ეცნობოდა აქამდე, გამოუქვეყნებელი იყო (და არის). და აი ერთმანეთის მიყოებით გამოქვეყნდა მუსიკოსის 2011-2013 წლის ჯგუფის Zfor Zulu-ს, 2016-2020 წლების სოლო და ქოვერვერსიების ალბომები - Better Than Dog, Morning Terror, Blankets.
ამასთან ერთად, ამჟამად აქტიურმა ჯგუფმა Circus Mircus, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც ნიკა კოჩაროვია, ახალი მცირე ალბომი Akhalteke გამოსცა. 

გადაცემის არქივი