nana.ios

nana.ios გერმანიაჹი მáƒȘჼოვრები ნანა იოსელიანის არჱისჱული áƒ€áƒĄáƒ”áƒ•áƒ“áƒáƒœáƒ˜áƒ›áƒ˜áƒ - 21 წლიდან დამოუკიდებლად ემიგრაáƒȘიალი წასული ჩვენი თანამემამულე დრიმ-პოპ მიმართულების სიმჩერებს წერს.
ბავჹვობის წლებჹი áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ ჼალჼური პოლიჀონიით მოსულმა მუსიკის სიყვარულმა, უáƒȘჼო Ⴤვეყანალი ეკონომიკური სიდუჼჭირის თავის დასაჩწევად წასულს, ნანას თავი არ დაანება და ეს სიყვარული აჼალ გაჱაáƒȘებად ეჄáƒȘა - დამოუკიდებლად ჹეისწავლა მუსიკის áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒœáƒ”áƒšáƒ˜ კომპიუჱერული პროგრამა და 2021 წლის მიწურულს პირველი სინგლიáƒȘ გამოაჄვეყნა Under The Light თანმჼლები თვითნაკეთი ვიდეოთი. ამის ჹემდეგ გარკვეული პერიოდულობით გამოáƒȘემულ áƒȘალკეულ სიმჩერებს 2022 წელს სრული ალბომი The Way of Joy მოყვა.
საკუთარ მუსიკაზე მუჹაობასთან და საკონáƒȘერჱო გამოსვლებთან  ერთად მოსულმა გამოáƒȘდილებამ აჼალი მუსიკალური სივრáƒȘეები გაუჼსნა მუსიკოსს. nana.ios-იქ ერთ-ერთი ბოლო ნამუჹევარია (როგორáƒȘ მუსიკა, ასევე ვიდეო) More than Blue.
 
 

გადაáƒȘემის არჄივი