კომპეტენტური პასუხი

კომპეტენტური პასუხი

გადაცემის წამყვანი: მაია ვარშანიძე

გადაცემის არქივი

ქალთა მიმართ ძალადობა და სახელმწიფოს ვალდებულებები. რამდენად საკმარისია ქვეყანაში მოქმედი კანონები სუსტი სქესის მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად და პრობლემის გადაჭრის საქმეში რა მნიშვნელობა აქვს პრევენციას?- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხის“ პირველ ნაწილში ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის აჭარის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ დირექტორი თეონა აბაშიძე საუბრობს, პირდაპირ ეთერში ჩაერთვნენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ანა ილურიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის იურისტი პააატა დიასამიძე. გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ლადო მგალობლიშვილი.პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ნუკრი ბეჟანიძე ჩაერთო.

08 მარ 2018

მუშაობის ასი დღე და 20 შედეგი- ბათუმის მერმა, არჩევნებიდან სამ თვეში საზოგადოებას გაწეული მუშაობის შედეგები გააცნო. რისი გაკეთება შეძლო ლაშა კომახიძემ 100 დღეში, რას აპირებს მომავალში და როგორ აფასებს მერის ანგარიშს საზოგადოება - „კომპეტენტურ პასუხის“ პირველ ნაწილში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე თეონა დიასამიძე და დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტების მენეჯერი ტიტე აროშიძე საუბრობდნენ . პირდაპირ ეთერში საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე ჩაერთო. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ კითხვებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე პასუხობდა.

01 მარ 2018

კლანური მმართველობა და საზოგადოებაში უპასუხოდ დარჩენილი კითხვები - ამ შინაარსის განცხადებები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უვადო მოსამართლეებად გამწესებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. პრემიერი სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პასუხების აუცილებლობაზე საუბრობს, მოსამართლე ირაკლი შავაძე კი კლანური მმართველობით ხსნის მისთვის უვადოდ მოსამართლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას .გადაცემის სტუმრები იყვნენ მოსამართლე ირაკლი შავაძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი. პირდაპირ ეთერში ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე დავით მამისეიშვილი ჩაერთო

25 თებ 2018

შესაძლოა თუ არა უმაღლესი საარჩევნო კომისია გაუქმდეს, ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაექვემდებაროს. კონსტიტუციაონალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლთა შეფასებები. როგორია უსკოსთან დაკავშირებით უმრავლესობის პასუხი და როდის განიხილება აჭარის კონსტიტუციის პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებზევ- „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში ამ თემაზე დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებებლი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენს შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება -მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე პასუხობდა.

22 თებ 2018

შუახევისა და ხულოს 15 სოფლის მოსახლეობა ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება. ისინი მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ და სახელმწიფოსა და "აჭარისწყალ ჯორჯიას"წარმომადგენლებისგან ზარალის ანაზღაურებას, ან უსაფრთხო პირობების შექმნას თხოვენ. როგორია ხელისუფლების პასუხი და რას აცხადებენ ჰესების მშენებელ კომპანიაში?-ამის შესახებ „კომპეტენტურ პასუხში“ გადაცემის სტუმრები უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი გენადი ზოიძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა შაშიკაძე საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში აჭარის გარემოს დაცვის გეოლოგიური სამსახურის ყოფილი უფროსი ტარიელ ტუსკია ჩაერთო.

11 თებ 2018

რა იცვლება და რა ცვლილებებს ითხოვს მოსახლეობა აჭარის კონსტიტუციაში, რატომ აცხადებს უმცირესობა რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილება მცირდება - „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტიქტის განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავისუფალი წევრი - თენგიზ თევზაძე გვერთვებოდა. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი აჭარის უმაღლსი საბჭოს წევრი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე იყო.

25 იან 2018

2017 წლის შეჯამება. რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომელიც რეგიონის და ზოგადად ქვეყანის განვითარებას უწყობს ხელს და რა რჩება ისევ გამოწვევად. „კომპეტენტური პასუხის“ პირველ ნაწილში სტუმრები იყვნენ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის“ ინტელექტი“ ხელმძრვანელი ლევან გობაძე, პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე. პირდაპირ ეთერში ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში აჭარის უმაღლესის საბჭოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძრვანელმა ნინო ჩხეტიამ შეაჯამა. სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ.

28 დეკ 2017