კომპეტენტური პასუხი

კომპეტენტური პასუხი

გადაცემის წამყვანი: მაია ვარშანიძე

გადაცემის არქივი

რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი სახალხო დამცველის მოწოდება სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ სისტემური ღონისძიებების დასაგეგმად და რატომ გახდა მთავრობისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრიორიტეტული მხოლოდ თბილისსა და წყალტუბოში მომხდარი ტრაგედიების შემდეგ ?- ამ თემაზე „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში ბათუმის 1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე და ბათუმის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან გარაყანიძე საუბრობენ. გადაცემის მეორე ნაწილში კი აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერი მერაბ კარანაძე და ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი მაია ქათამაძე. პირდაპირ ეთერში ჩაერთვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნატა ასათიანი და ფსიქოლოგი ქეთევან ბერიძე.

07 დეკ 2017

სახელმწიფოზე ფიქრით ჩაშლილი სპეცოპერაცია უკრაინაში თუ ხელისუფლების სისუსტე? საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავების წარუმატებელი მცდელობა და უკრაინაში განვითარებული ბოლო დღეების ქრონიკა- სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ დღეს „კომპეტენტურ პასუხში. სტუდიაში, ჩვენს შეკითხვებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი, ირაკლი მანველიძე და პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე პასუხებდნენ. პირდაპირ ეთერში ექსპერტი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ჩაერთო.

05 დეკ 2017

ხარვეზები კანონში თუ კანონის აღსრულების პრობლემა. ვის ევალება შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მონიტორინგი და როგორ აპირებს აჭარის მთავრობა ამ პროცესში ჩართვას? გადაცემის პირველ ნაწილში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა და არქიტექტორი გიორგი რამიშვილი საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში სასტუმრო „ლეო გრანდის იურისტი კახაბერ წერეთელი ჩაგვერთო. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენს შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია პასუხობდა. პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ილია ნაკაშიძე ჩაგვერთო.

30 ნოე 2017

რა მოხდა 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“, რა გახდა 11 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, რამდენად დაცულია შენობებში სახანძრო უსაფრთხოება და ვინ არის პასუხისმგებელი?- სწორედ ეს იყო დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა. გადაცემაში სტუმრად იყვნენ: სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეპორტიორი ირინა წუწუნავა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე და დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი. პირდაპირ ეთერში მსახიობი კახა მიქიაშვილი და ევროკავშირის ექსპერტი მშენებლობის საკითხებში , საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი მალხაზ ბედიაშვილი გვერთვებოდნენ.

26 ნოე 2017

რა გახდა სასტუმრო „ლეოგრანტში“ დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი და იყო თუ არა ხუთვარსკვლავიან შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული- ამის შესახებ დღეს „კომპეტენტურ პასუხში“ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, აჭარის ტურიზმის, კურორტების დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსი თამარ კაიკაციშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან ილია ვერძაძე საუბრობდნენ. სასტუმროს მიმდებნარე ტერიტორიიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეპორტიორი ნათია ლომაძე პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

24 ნოე 2017

უცოდინრობა, განძის აღმოჩენის სურვილი თუ ვანდალური ქმედება-ბათუმში თამარის დასახლებაში, შიდა საკომუნიკაციო სამუშაოების დროს მიწის ქვედა ფენებში უვნებლად შემონახული, ქვევრი ადგილზე დასაქმებულებმა აღმოჩენიდან მალევე გაანადგურეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს. როგორ შეაფასეს მომხდარ ფაქტი არქეოლოგებმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა „კომპეტენტურ პასუხიში “ მოისმენთ, გადაცემის სტუმრები იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსი ლევან ჭავჭავაძე და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი მირზა ცეცხლაძე. პირდაპირ ეთერში არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ამირან კახიძე ჩაერთო.

19 ნოე 2017

„კომპეტენტური პასუხის“ თემა ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო. გადაცემის წამყვნი ექსპერტებითან და პოლიტიკოსებთან ერთად შეეცადა გაერკვია რა სჭირს ლარს, რას აკეთებს ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ლარის ანტირეკორდის საწინააღმდეგოდ? გაძვირებული საწვავი და გაძვირებული ცხოვრება შესაძლებელია თუ არა სოციალური უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. „კომპეტენტური პასუხის“ პირველ ნაწილში ამ და სხვა შეკითხვებს ეკონომისტი პაატა აროშიძე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა ვერულიძე პასუხობდნენ. პირდაპირ ეთერში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე მონაწილეობდა პასუხობდა. პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტიდან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ჩაერთო.

16 ნოე 2017

დღეს ბოლო სამუშაო დღე იყო 2014 წლის მოწვევის თვითმართველი ქალაქების მერებისა და გამგებლებისთვის. როგორ აფასებენ აჭარაში მათ საქმიანობას მესამე სექტორში, თვითმართველობების გადაწყვეტილებები რამდენად იყო საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული, რამდენად შესრულდა დაპირებები და რა მემკვიდრეობა დახვდებათ ახლადარჩეულებს?- დღეს ამ საკითხზე აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიორული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის იურისტი მირზა მამულაძე საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა და დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი ჩაერთო.

09 ნოე 2017

დღეიდან ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის სახალხო განხილვები დაიწყო. როგორ ჩაიარა ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებული მსჯელობის პირველმა დღემ, რა შენიშვნები აქვთ ბათუმის ბიუჯეტის პროექტის მიმართ მესამე სექტორის წარმომადგენლებს და რითი იხელმძღვანელეს მუნიციპალიტეტის წევრებმა პროგრამების შედგენისას? გადაცემის სტუმრები ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე მარინა რუხაძე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა და „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე იყვნენ. პირდაპირ ეთერში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ჩაერთო .

07 ნოე 2017

4 ნოემბერს აჭარის ტელევიზიას დაარსებიდან 30 წელი უსრულდება 1 სტუმრები - აჭარის ტელევიზიის პირველი თაობის წარმომადგენლები, - სტილისტ-რედაქტორი ნოდარ ცეცხლაძე და შემოქმედებითი პროგრამების სამსახურის კოორდინატორი ალეკო აბაშიძე. 2 ბათუმში გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XII საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. სტუმრები ----ფესტივალის მონაწილე , მომღერალთა გუნდი „ოდელა“ პოლონეთიდან და მისი ხელმძღვანელი ახალგაზრდა დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი. რომელიც ამჟამად პოლონეთში მაგისტრატურაში სწავლობს და პარალელურად , მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა, , რომელშიც სხვადასხვა პროფესიის პოლონელი მუსიკის მოყვარულები არიან გაერთიანებულები. 3 პარასკევის ტრადიციული რუბრიკის ‘აღმოაჩინე აჭარა ‘ სტუმარი - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე

02 ნოე 2017