კომპეტენტური პასუხი

კომპეტენტური პასუხი

გადაცემის წამყვანი: მაია ვარშანიძე

გადაცემის არქივი

მმართველ ძალას ძალიან უჭირს იყოს თვითკრიტიკული. პირიქით, ის საკმაოდ მიცემულია თვითკმაყოფილებას და მე ამაში ვხედავ საფრთხეს ქვეყნისთვის“- აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტური პასუხისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. საქართველომ გაიარა ყველა გზა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ნატოს წევრი გახდეს.“- აცახდებს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილის ვრცელი ინტერვიუ მოისმინეთ დღეს, აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“.

26 აპრ 2018

ქვეყაში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საინფორმაციო ცენტრები ამოქმედდა. ერთერთი მათგანი დღეს აჭარაში, კერძოდ კი ჩაქვში გაიხსნა. რა იქნება ფაროსანასთან ბრძოლის ცენტრის მთავარი დანიშნულება და ხელისუფლება მავნებელთან ბრძოლის რა გზებს ირჩევს?- გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები იყვნენ „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაულ თავართქილაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმართველობის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ვახტაგ წულაძე. პირდაპირ ეთერში ფიტო პათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ცისანა ცეცხლაძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრებანიძე და ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე იყვნენ. პირდაპირ ეთერში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი ჩაერთო.

12 აპრ 2018

ფაროსანა- მავნებელი მწერი, რომლის გააქტიურებასაც ქვეყანაში დათბობასთან ერთად ელიან. ბაღლიჯომ შესაძლოა დისკომფორტი არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ ვიზიტორებასაც შეუქმნას. როგორია მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია, რას აკეთებს ხელისუფლება დაცული ტერიტორიების ფაროსანასაგან დასაცავად და რა მნიშვნელობა აქვს ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ინფორმირებას? - გადაცემის სტუმარი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე გახლდათ. პირდაპირ ეთერში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ჩაერთო.

25 მარ 2018

ტატუნაშვილი-ოთხოზორიას ტრაგედია და საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მიღებული რეზოლუციები. რას ითვალისწინებს დოკუმენტები, რატომ არ დაუჭირა მას მხარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, ვის უნდა დაეკისროს ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის არსრულების ნაწილზე პასუხისმგებლობა და მოახდენს თუ არა გავლენას რეზოლუცია ჟენევის ფორმატზე?- ამ თემაზე „კომპეტენტური პასუხის“ პირველ ნაწილში აჭარის უამღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ასმათ დიასამიძე და პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე საუბრობენ. გადაცემაში ჩაერთო ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნება-აჭარას“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე პასუხობენ .

22 მარ 2018

კოალიცია „შინ მოვლა-საქართველოს“ წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შინ მოვლის პროგრამის კვლევის შედეგებს ასაჯაროვებენ. მათი განცხადებით, ბათუმში ყველაზე რთული ვითარებაა. პროგრამის ბენეფიციარები განკუთვნილ სერვისებს სრულფასოვნად ვერ იღებენ. მესამე სექტორი მომწოდებელი კომპანიის მუშაობის ხარვეზებზე საუბრობს, მერიას კი პროგრამის მონიტორინგს უწუნებს. კოალიციაში შესაძლო კორუფციული სქემის არსებობასაც არ გამორიცხავენ. რა ხარვეზები გამოიკვეთა შინ მოვლის პროგრამაში და როგორია მერიის წარმომადგენელთა პასუხი?- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ კოალიცია „შინ მოვლა საქართველოს“ ხელმძღვანელი უჩა ვახანია და ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გოჩა ჯიბლაძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში „საქართველოს კარიტასის“ მანანა მენაბდე ჩაერთო.

18 მარ 2018

ოპოზიციის პროგნოზი გამართლდა- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობისთვის პარლამენტში აჭარის კვოტით ბესიკ ლილუაშვილი იბრძოლებს. ოპოზიციის განმარტებით, ქართული ოცნება კანდიდატზე წინასწარ შეთანხმდა. იგივეს აცხადებდა კონკურსის მონაწილე ნათია სირაბიძეც. მხარეების პოზიციები „კომპეტენტურ პასუხში“ მოისმინეთ. გადაცემის სტუმრები პირველ ნაწილში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ასმათ დიასამიძე. პირდაპირ ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელი ცოტნე ანანიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ნათია სირაბიძე ჩაერთვნენ. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი პასუხობდა

15 მარ 2018