19 თებ 2026
როგორ უნდა განვითარდეს გრძელვადიან პერსპექტივაში მუნიციპალიტეტები? ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად ისაუბრა.
ამ კონტექტსში კი მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტრუქტურულ ერთეულებში ოპტიმიზაციას.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია ამ პროცესის დაწყება. დღევანდელ შეხვედრაზევე ითქვა რომ უნდა გადაიხედოს სოციალური დახმარების ბაზები, რაშიც მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან, ასევე საუბარი შეეხო კორუფციის პრევენციაც.