ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია

03 მარ 2026

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ხვალ დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. 

პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.