19 თებ 2026
,,როცა დანაშაული არის ჩადენილი, სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება'' - ეს კომენტარი პრემიერმა ქოლცენტრებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასა და გუშინდელ დაკავებებზე გააკეთა, როგორც თქვენთვის ცნობილია ქოლცენტების საქმეზე გუშინ ჟურნალისტი ელისო კილაძე და კიდევ 10 ადამიანი დააკავეს, ელისო კილაძე აღმკვეთი ღონისძიების მოლოდინშია, ის ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის თქმით, დაცვის მხარისთვის ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას გულისხმობს გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში და რა მტკიცებულებებზეა დაფუძნებული ბრალდება.
ადვოკატს საქმის მასალები, სავარაუდოდ, დღეს გადაეცემა. ამავე ბრალდებით სამართლებრივი დევნა დაწყებულია 10 პირის მიმართ. მათი ნაწილი მიმალვაშია - საუბარია ყოფილ გენერალურ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძესა და კიდევ რამდენიმე პირზე.