რუსეთის იერიში უკრაინაზე

25 იან 2026

რუსეთის არმიამ უკრაინაზე ბოლო  1 კვირის განმავლობაში დარტყმები 1700-ზე მეტი დრონით მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთმა  1380-ზე მეტი მართული საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 69 რაკეტა გამოიყენა.
გასულ დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად კი 1600-ზე მეტი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი.  უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ბოლო 24 საათში რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 102 დრონი და ორი რაკეტა. მოხერხდა 87 დრონის ნეიტრალიზაცია.