უკრაინა-ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი ეტაპი

04 თებ 2026

აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა  განაცხადა.

უმეროვის თქმით, მოლაპარაკებების პროცესი სხვადასხვა თემაზე ცალკეულ ჯგუფებში მიმდინარეობს. ამ შეხვედრების შემდეგ, მოსალოდნელია „ერთობლივი პოზიციების ხელახალი სინქრონიზაცია“, - დაწერა მან ტელეგრამზე.

აბუ დაბიში  მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვიც ესწრება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და ორ დღეს გაგრძელდება.

რუსეთის დელეგაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, ადმირალი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობს.

აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივენ უიტკოფი და ამერიკის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი მონაწილეობენ.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ტერიტორიული საკითხია, რომელიც მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგად ერთადერთ მოუგვარებელ საკითხად დარჩა.