ვითარება უკრაინაში

16 იან 2026

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ განცხადებით, უკრაინაში ბავშვები ჰიპოთერმიის საფრთხის წინაშე დგანან, რადგან რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ გენერატორების საგანგებო მარაგი ამოიწურა.

“იუნისეფში“ კი აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეოთხე წლის მოახლოებასთან ერთად, ელექტროენერგიით მომარაგება და გათბობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

ამის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ტრამპის მიერ ომის დასრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას რუსეთი აჭიანურებს.

ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტებს, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი, თუ შეთანხმება მანამდე იქნება მიღწეული.