საჰაერო იერიშებზე ენერგეტიკულ ობიექტებზე

15 თებ 2026

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ ბოლო 1 კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1 300 მოიერიშე დრონი გაუშვა, ასევე 1 200-ზე მეტი მართვადი ავიაბომბი და 50 რაკეტა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყოველდღე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები რუსეთის იერიშების შედეგად დაზარალებულ ქალაქებსა და თემებში. ამასთან, პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრის დეტალებზე და აღნიშნა, რომ მარკო რუბიოს ფრონტზე არსებული ვითარების, რუსეთის დარტყმების და უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმების გავლენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.