ვინც გვიკბენს კბილები ჩაემტვრევა - ორბანი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

21 თებ 2026

უკრაინაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთიდან შედის, ამას თუ შევაჩერებთ, შეიძლება, ცუდი რამეები მოხდეს, ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა, - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, იმ შემთხვევაში, თუ მილსადენ „დრუჟბის“ გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება.

ორბანის თქმით, უკრაინის მიზანი, უნგრეთში ეკონომიკური ქაოსისა და ენერგეტიკული კრიზისის შექმნაა.

„უკრაინაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთიდან შედის. ამას თუ შევაჩერებთ, შეიძლება, ცუდი რამეები მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს. ზუსტად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ასეთ სიტუაციას და გავუმკლავდებით კიდეც. ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა“, – განაცხადა ორბანმა.