ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია - ორბანი

25 იან 2026

ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, ბრიუსელს სურს, რუსეთი უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად დაამარცხოს.

„ისინი ცდილობენ დაამარცხონ რუსეთი უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად - იარაღი, ფული. ახლა უკვე სამხედროების გაგზავნასაც აპირებენ უკრაინაში საჭიროების შემთხვევაში. ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ორბანმა.