24 იან 2026
აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის შემდეგი სამმხრივი შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთის ომის დასრულების პარამეტრები და მოლაპარაკების პროცესის შემდგომი ლოგიკა.
„შეხვედრა მიეძღვნა რუსული ომის დასრულების პარამეტრებს და მოლაპარაკებების პროცესის შემდგომ ლოგიკას, რომლის მიზანია ღირსეული და მდგრადი მშვიდობისკენ სვლა,” - წერს უმეროვი.
მისი თქმით, უკრაინული დელეგაცია ჰარმონიულად მოქმედებს იმ მიზნების ჩარჩოში, რომლებიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასახა.
„ხვალ კიდევ იქნება შეხვედრები. უკრაინულ დელეგაციას ხვალ შეუერთდებიან გენერალური შტაბის მეთაური ანდრეი გნატოვი და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი მოადგილე გენერალი ვადიმ სკიბიცკი. ყოველი ეტაპის შედეგად ანგარიშს ვაბარებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის,” - წერს უმეროვი.