ზელენსკი ჟურნალისტებს ფლორიდაში შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა

31 დეკ 2025

კიევი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებას განიხილავდა- განუცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით,  კიევი მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები ომის დასრულების შესახებ და მზადაა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნებისმიერ ფორმატში. პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმის ბრალდებას  უკრაინის ლიდერი ყალბს უწოდებს და აცხადებს, რომ მათ პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ თავიანთი ტექნიკური შესაძლებლობებით გადაამოწმონ, რომ ეს ყალბი იყო.