ევროკავშირი ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას.
"ევროკავშირი ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ წარმოადგინეს თავიანთი გეგმები. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ევროპარლამენტის პოზიციას, რომ ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად და რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს არ არის რაიმე ვაჭრობის საგანი. საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება დამოკიდებულია ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ იცხოვროს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში“, - აცხადებს მაკალისტერი.