რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქი კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 6 კი მშვიდობიან სოფელში ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.
არსებული ინფრომაციით, დარტყმის შედეგად დაინგრა 3 კერძო სახლი და 2 ნაგებობა. დაზიანდა კიდევ რამდენიმე კერძო საკუთრება, ავტომობილი, სკოლა და კულტურის ცენტრი.