სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

18 ივლისი 2022, 21:18 1038 ნახვა

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. სანდრო ნახევარფინალში უნგრელ არონ სილაგის დაუპირისპირდა და 11:15 დამარცხდა.

მანამდე ბაზაძემ ჯერ გერმანელი ფრედერიკ კინდლერს 15:8, შემდეგ უნგრელი ჩანად გემეშის 15:12 მოუგო, მერე ჩინელი ჩეპენგ შენი 15:5 გაანადგურა, ხოლო მეოთხედფინალში ირანელი ალი პაკდამანი 15:12 დაამარცხა.

სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატებზე დამოუკიდებელი ქართული ფარიკაობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

სანდროსთვის ეგვიპტეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში მერვეა , აქამდე საუკეთესო შედეგი, ოთხჯერ 16 საუკეთესოს შორის მოხვედრა გახლდათ. დღეს კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ივნისში ბაზაძემ ანტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი მოიგო და სილაგი 15:7 დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი