მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, სამომავლო გეგმები, ასევე შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესები - ამ საკითხებზე ესაუბრნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარაში პარტიის წარმომადგენლებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს. 19 და 20 ივლისს პარტიის ხელმძღვანელები ქობულეთსა და ამბროლაურში, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან.