სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ევროპის სუპერთასზე ითამაშებს

18 ივლისი 2022, 18:27 586 ნახვა

დიდი 10-ის გამარჯვებული, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ბათუმი“ რაგბი ევროპის სუპერთასის 2022-23 წლების ტურნირში ითამაშებს. რვა გუნდიანი ტურნირის აღმოსავლეთ კონფერენციაში სუპერთასის პირველ გამარჯვებულ „შავ ლომთან“ ერთად, ისრაელის „თელავივ ჰითი“, „ბათუმი“ და რუმინული ფრენჩაიზი „ვულვზი“ ითამაშებენ. დასავლეთ კონფერენციაში პორტუგალიური „ლუზიტანუში“, ესპანური „იბერიანსი,“ ნიდერლანდური „დელტა“ და ბელგიური „დევაილსი“ იასპარეზებენ. სუპერთასის ახალი სეზონი სექტემბერში დაიწყება. როგორ ემზადება „ბათუმი“ ახალი სეზონისთვის, რომელსაც ერთდროულად ორ ტურნირზე მოუწევს გამოსვლა?! ნახავთ რეპორტაჟს 20:00 საათზე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში