კამპანია ''ეს შენ გეხებას'' მიერ მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში ინიცირებას დეპუტატები ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე მოახდენენ. ხმალაძე აცხადებს, რომ საკითხზე მსჯელობის შემდეგ მიაწვდის საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას თუ სად განთავსდება ე.წ მოსმენების გასაღები. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები კი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს იზიარებენ და დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას მხარს უჭერენ. "ეს შენ გეხებას" ინფორმაციით, პარალმენტში შევა ორი კანონპროექტი. მათგან პირველი - მოსმენების საკითხზე დამოუკიდებელი სააგენტოს, მეორე კი სუს-ის საზედამხედველო საპარლამენტო საბჭოს შექმნას გულისხმობს.