ცესკო-მ სარეფერენდუმო საკითხი რეგისტრაციაში არ გაატარა

13 მაისი 2016, 00:00 4353 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა სარეფერენდუმო საკითხი. ცესკოში განმარტავენ, რომ ის კანონსაწინააღმდეგოა. სხდომაზე დღეს იმსჯელეს და საკითხი არ განიხილეს, საუბარია ქორწინების ცნების ახალ ფორმულირებაზე. საინიციატივო ჯგუფმა ხელახლა შეიტანა საკითხი განსახილველად. შეცვლილი ფორმით, კერძოდ: თანახმა ხართ თუ არა სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის. საკითხზე ერთი თვის ვადაში ისევ იმსჯელებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი