ევროინტეგრაციის პროცესი

14 ივლისი 2022, 19:34 850 ნახვა
00:00
00:00

პოლიტიკური ბრალდებების მორიგი თემა და საგანი საქართველოსთვის გადადებული კანდიდატის მინიჭების, კიდევ გადადებული თარიღია. პოლიტიკური სპექტრი იზიარებს ევროკავშირის ელჩის განცხადებას,რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არ ხდება ავტომატურად, თუმცა ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ სტატუსის მიღებას ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენა ექნება. თანხა რეფორმებზეა მიბმული, თავისთავად რეფორმები კი ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. სახელისუფლებო პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ფინანსური დახმარების მოლოდინი არ არსებობს, რასაც სხვა ქვეყნების სტატისტიკა აჩვენებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში