ბათუმის ბიუჯეტი იზრდება

14 ივლისი 2022, 18:16 2033 ნახვა

ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზრდება და 292 მილიონ 300 ათას ლარი იქნება. გაიზრდება პრიორიტეტული მიმართულებების ღონისძიებების დაფინანსება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყოფა დამატებით 36 მილიონ 68 ათასი ლარი და მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 142 მილიონ 338 ათას ლარს. 1 მილიონ 938 ათასი ლარით გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულების დაფინანსება და შეადგენს 20 მილიონ 346 ათას ლარს. ასევე გაიზრდება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით არსებული დაფინანსება. მუნიციპალური მომსახურების მართვისა და გაუმჯობესების მიზნით დამატებით 843 ათასი ლარის გამოყოფა იგეგმება და სრული ბიუჯეტი 7 მილიონ 750 ათასი ლარით განისაზღვრება. მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 10 მილიონ 980 ათასი ლარით გაიზარდა. ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი კი გაიზარდა 27 მილიონ 271 ათასი ლარით. გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებით ახალი ღონისძიებების დამატებასა და არსებულის გაფართოებას მოხმარდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი