საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

14 ივლისი 2022, 12:59 752 ნახვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს ოპიზიციონერ დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განხილა და გადაწყვეტილება მიიღო.

კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ ვარშალომიძეს არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო, დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.

„ბოიკოტთან დაკავშირებული საკითხებიც რეგლამენტითაა დარეგულირებული და არც ამ მიმართულებით, პირადად მისგნ და არც ფრაქციისგან არ ყოფილა შესაბამისი რეგულაციების დაცვით ეს პროცედურა შესრულებული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან ვარშალომიძის მიერ საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სხდომა გაცდენილი იქნა არასაპატიო მიზეზით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს  პირველივე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში