აშშ დარწმუნებულია უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოების იარაღი, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, აშშ სერიოზულად უდგება თავის პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული თავდაცვითი ტექნოლოგიები და აღკვეთოს მათი უკანონო გავრცელება.
აშშ აქტიურად თანამშრომლობს უკრაინასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშვალდებულება აშშ-ის მიერ გაწეული თავდაცვისა და უსაფრთხოების დახმარებისთვის - ამბობს ჯენკინსი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რისკის შემცირების ყველაზე ეფექტიანი გზა რუსეთის მიერ ამ ომის დასრულება და უკრაინიდან „თავისი ძალების გაყვანაა.