ბათუმის „დინამოსა“ და ბრატისლავას „სლოვანის“ საპასუხო შეხვედრა ხვალ, 13 ივლისს ბათუმის არენაზე გაიმართება. ბილეთები თითქმის ერთი კვირით ადრე გაიყიდა. მატჩისადმი დიდი ინტერესის გამო გუნდმა გულშემატკივრებს სტადიონზე ქცევის წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდა, ერთ-ერთ პუნქტში კი წერია: „სტადიონზე იკრძალება კიბეებზე და საევაკუაციო გასასვლელებში დგომა/გაჩერება, ასევე სექტორში ფეხზე დგომა და ხილვადობის შემცირება სხვა მაყურებლისთვის“. 6 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავაში „სლოვანის“ წინააღმდეგ ფრედ 0:0 ითამაშა. მატჩი 21:00 საათზე ჩვენს ეთერში დაიწყება.