მთავრობის განცხადება კორონავირუსზე

11 ივლისი 2022, 17:58 1131 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, ინფიცირების დღიური მონაცემები გასულ კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის მომატებული, თუმცა ეს შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. მისი თქმით, გასულ კვირას დღეში საშუალოდ 100 ადამიანი ინფიცირდებოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 500-მდეა გაზრდილი. აზარაშვილის თქმით, მოსახლეობას ნერვიულობის საბაბი არ აქვს, რადგან საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს კლინიკაში უმკურნალებენ და მათ შორის რისკების გათვალისწინებით პრეპარატ პაქსლოვიდსაც მისცემენ. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ მსურველებს შეუძლიათ ვაქცინაციის ჩატარებაც, ქვეყანაში რამდენიმე ტიპის ვაქცინის მიღებაა შესაძლებელი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი