ჯანდაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა

24 მაისი 2023, 19:38 1254 ნახვა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში. კომიტეტის გასვლით სხდომაზე ისაუბრეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა ლომინაძემ ,აჭარის უმაღლესის საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ილია ვერძაძეს და მინისტრს ნინო ნიჟარაძეს მადლობის სიგელები გადასცეს გაწეული საქმიანობისთვის. დაგეგმილია DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. გასვლითი სხდომა სამდღიანია და რეგიონებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ ჯანდაცვის მიმართულებით.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი