„ქართველი მაშასადამე ევროპელი„ - ფილმს სახელწოდებით „თავისუფლებისთვის“ საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, დიდ ეკრანზე საღამოს 9 საათზე უჩვენებენ. იგი საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობს. ფილმის ჩვენება ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და აფხაზთა კრების დეოლიგარქიზაციის კამპანიის ფარგლებში გაიმართება.