უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადება

08 ივლისი 2022, 10:24 663 ნახვა

ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება,  უკრაინა საერთო ტრანზიტის პროცედურისა და  საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების  შესახებ  კონვენციების მონაწილე გახდეს, რაც  საბაჟო უვიზო რეჟიმს გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საერთო ტრანზიტის  პროცედურის შესახებ კონვენციით  შესაძლებელია საქონლის გადაადგილება მის მონაწილე 35 ქვეყანას შორის: ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს,  თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და სერბეთს შორის. ტექნოლოგია, რომელიც  კონვენციას საფუძვლად უდევს, ახალი კომპიუტერიზებული ტრანზიტის სისტემაა. იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ კონვენციის წევრებისთვის.

უკრაინა ამ კონვენციის რიგით 36-ე მონაწილე ქვეყანა იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი