სოფელ ბოძაურში, გამთენიისას შვიდწევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარმა ბაგრატ შანთაძის ხის სახლი სრულიად განადგურა. განადგურებულია ასვე საყოფაცხოვრებო ნივთებიც. გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
ხულოს მერიაში განმარტეს, რომ ოჯახი უსაფრთხო ადგილას, ქირით გაიყვანეს, კომპენსირების საკითხს კი სპეციალური კომისია შეისწავლის.
შსს ინფორმაციით, გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით.