ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს მმართველი გუნდი ოპოზიციას. აცხადებენ, რომ ოპონენტები, რომლებიც მათ მიერ შეთავაზებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაში არ ერთვებიან, ევროკავშირის წინააღმდეგ მიდიან.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაში დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.
ოპონენტების ნაწილი დღეს არც შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას გეგმავს, რადგან აცხადებენ, რომ 12 პუნქტის შესრულებისთვის საჭიროა დღის წესრიგის შექმნა და რიგგარეშე სესიის მოწვევა.