ბრატისლავაში ''დინამომ'' ფრედ ითამაშა

07 ივლისი 2022, 00:28 1449 ნახვა

‘’დინამო’’ ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გასვლაზე ბრატისლავაში ‘’სლოვანს’’ ესტუმრა და ფრედ 0:0 ეთამაშა.

პირველი ტაიმის პირველი ტაიმი ბათუმელთა ინიციატივით მიმდინარეობდა გუნდს რამდენიმე სახიფათო შეტევაც ჰქონდა, თუმცა რიგ შემთხვევებში მეტოქეც ქმნიდა სახიფათო შეტევებს. 

32-ე წუთზე ლებედევმა დაარტყა და  ლაზარე კუპატაძემ გუნდი გოლისგან იხსნა. რამდენიმე წუთიან ეპიზოდში კი კუპატაძემ კიდევ 2 სახიფათო დარტყმული აიღო.

42-ე წუთზე ‘’დინამოს’’ მცველმა და კაპიტანმა მამუკა კობახიძემ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გია გეგუჩაძის გუნდი 10 კაცის შემადგენლობით დარჩა.

მიუხედავად კაცნაკლულობისა მეორე ნახევარში ‘’დინამო’’ ისევ აქტიური იყო. ზურიკო დავითაშვილის დარტყმული სლოვაკთა მეკარემ მოიგერია.

მატჩის მიწურულს კი ლადო მამუცაშვილის ძლიერი დარტყმული ისევ მეკარემ აიღო და გუნდი გოლისგან იხსნა.

საბოლოო ჯამში მატჩი ფრედ 0;0 დასრულდა.

საპასუხო დაპირისპირება  უკვე ბათუმში 13 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში