ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქედაში

06 ივლისი 2022, 20:34 818 ნახვა

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქედაში. მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საყრდენი კედლები ბეტონის კიუვეტი და სანიაღვრე არხები. სამუშაოებს შპს ,,რაგი 444“, შპს ,,ტრანს სამეული ჯორჯია“ და შპს ,,ბლექ-სი“ აწარმოებს. ღირებულება - 372 127 ლარი. სოფელ დოლოგანში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა, ხოლო სოფელ ორცვაში არსებულ წყლის სისტემას კი რეაბილიტაცია უტარდება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენა მიმდინარეობს სოფლებში არსებული წყლის სისტემების რემონტის და ახალი სისტემის მშენებლობისათვის სამუშაოების ღირებულება 375 723 ლარია. პარალელურად ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრების, სკვერების, პარკების, ატრაქციონის, მემორიალის და მიმდებარე ტერიტორიის, კიბის რემონტი მიმდინარეობს. ნაწილ პროექტებზე სამუშაოები დაწყებულია, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს, სამუშაოების ღირებულება ამ შემთხვევეაში 255 500 ლარია. ‘ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლით შეცვლის’ პროგრამის ფარგლებში სამ სახლზე გამოცხადებულია ტენდერი. სატენდერო ღირებულება - 147 915 ლარი, ხოლო ერთ სახლზე მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი