უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - შარლ მიშელი

06 ივლისი 2022, 17:21 634 ნახვა

შარლ მიშელის განცხადებით, გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის იყო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება.

„გასულ კვირას, ევროკავშირის 27 ლიდერთან ერთად, მივიღეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები. პირველ რიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეღიარებინა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია“, - აღნიშნა შარლ მიშელმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა მიიღო, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო.​

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში