ისევ არ კარგავს აქტუალობას კითხვა - შეასრულებს თუ არა საქართველოს მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მითითებებს, რომლებიც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინაპირობაა.
,,ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან და საზოგადოებას ჰპირდებიან კიდეც, რომ ყველა, 12-ვე პუნქტს შეასრულებენ, თანაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუმცა ამბობენ, იმასაც, რომ საბოლოოდ მაინც ევროკავშირზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მათ პოლიტიკური გადაწყვეტილება.
გეგმაზე საკომიტეტო მოსმენები ხვალიდან იწყება, ამიტომ სახელისუფლებო პარტიაში ოპონენტების პროცესში ჩართვის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.