მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა

05 ივლისი 2022, 11:14 1185 ნახვა

საქართველოს 100 სკოლის მასწავლებელმა და დირექტორმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესტონეთში სასწავლო კურსი გაიარა. სამმხრივი პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად  საქართველოსა და ესტონეთის მთავრობები ახორციელებენ.

დღეს დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც პროექტში მონაწილე მასწავლებლებმა მიღებული გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ჩართული პედაგოგები.

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების, სასწავლო რესურსებისა და განმავითარებელი შეფასების თემებზე ჯერ მათ ტრენინგები ჩაუტარდათ, შემდეგ კი მოეწყო სასწავლო ვიზიტი ტალინში.

ესტონეთის საგანმანათლებლო  მოდელი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება და საერთაშორისო კვლევებშიც მოსწავლეთა შედეგი მოწინავეთა შორისაა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი