სასამართლომ, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამივე პირი დამნაშავედ ცნო

05 ივლისი 2022, 10:55 2628 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამივე პირი დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ, გახდა ცნობილი.

მოსამართლემ, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღევანდელ სხდომას ბრალდებულები არ ესწრებოდნენ, რადგან მათი ბადრაგირება ვერ მოხერხდა. ისინი განაჩენს დისტანციურად გაეცნენ. 

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი დაიღუპა.

მომხდარის გამო, სამართალდამცავებმა სამი ადამიანი დააკავეს, ორი მუშა და პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე.

გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ სადარბაზოს ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია. ბრალდების მხარის მტკიცებით, კორპუსის ნგრევა მზიდი კედლის გამოღებამ განაპირობა.

დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას უარყოფდნენ. პროკურატურა დაკავებულებს ბრალი სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ედავებოდა და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი