საქართველოს ნაკრების 4 მედალი ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე 

04 ივლისი 2022, 10:13 635 ნახვა

რომში დამთავრდა ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ბოლოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეები გამოდიოდნენ.

საქართველოს ნაკრებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვა, თუმცა მათ შორის მხოლოდ ერთია ოქრო. ჩემპიონი ქუთაისელი დავით აბდალაძე გახდა.  - გიორგი კოღუაშვილმა, ანდრო მარღიშვილმა და მერაბ სულეიმანაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ოთარ ადეიშვილი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი სამმა ლუკამ მოიპოვა: აფხაზეთის წარმომადგენელმა ლუკა ღვინჯილიამ, გორელმა ლუკა ჯანეზაშვილმა და სამტრედიელმა ლუკა ხუჭუამ. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი