ცოტა იმედგაცრუებულები დავრჩით იმით, რომ გუშინდელმა ინციდენტმა გადაფარა ძალიან პოზიტიური ღონისძიება - კელი დეგნანი

01 ივლისი 2022, 19:19 1156 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გუშინდელმა ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

„ჩვენ ვსწავლობთ ამ ცნობებს, ამ ინფორმაციას. არ ვიცით, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვიტყვით, რომ ძალადობა არის მიუღებელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ რაღაც გარკვეულ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე გვესმის და შეშფოთებული ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ძალადობით ხდება ხელის შეშლა ადამიანის უფლებების, რაც გულისხმობს შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ასე შემდეგ. გუშინ მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა, ძალიან პოზიტიური, სადაც შეიკრიბა ბევრი ქართველი. ჩვენ გვინდოდა, კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა და ხაზი გაგვესვა, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ერთიანდებიან, ერთიანდებიან  ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, რაც იყო მართლაც არაჩვეულებრივი, ძალიან პოზიტიური“ - განაცხადა კელი დეგნანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი